ვაკანსია
შემოუერთდით ჩვენს გუნდს და შეიტანეთ თქვენი წვლილი კომპანიის განვითარებაში.
კომპანიის ხედვა
კომპანიის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ჩვენთან დასაქმებული თანამრომლები ჩვენი კომპანიის შემადგენელი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ისინი ქმნიან კომპანიაში ძირითად ღირებულებას.
ჩვენ ვთვლით, რომ თანამშრომელი უნდა მუშაობდეს უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში, რათა მან სრულად მოახდინოს თავისი პოტენციალის გამოვლენა და კომპანიის წარმატებაში თავისი წვლილის შეტანა.
სწორედ ამიტომ, 2022 წელს კომპანიამ მიზნად დაისახა ჩაეტარებინა მთელი რიგი ცვლილებები და 2022 წლის ბოლოს დაიწყო პროექტები:
- ჩამოყალიბდა კომპანიის ახალი სტრუქტურა.
- თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი გაყიდვების და მომსახურების სტანდარტების მიმართულებით.
2023 წლიდან დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს შემდეგს:
- სამოტივაციო სისტემის გაუმჯობესება და თანამშრომლების ზოგადი კმაყოფილების გაზრდა.
- თანამშრომლებისთვის პროფესიული განვითარებისთვის საჭირო სხვადასხვა სახის ტრენინგების შეთავაზება.
- თანამშრომლების კარიერული ხის დახაზვა, რაც მათ კარიერულ ზრდას შეუწყობს ხელს.