კრუასანი ხვეულა

2.80 

კვერცხი, შაქარი, ფქვილი, საფუარი, დარიჩინი, მარილი, ვაშლი, ქიშმიში, ნუშის ფქვილი, კარაქი, მარილი.

არ არის მარაგში

Compare

უფასო მიწოდება 100 ლარის ზემოთ

  • Check Mark მიწოდების ლოკაცია: ქ. ბათუმი
  • Check Mark მიწოდების ვადა: 1-2 სამუშაო დღე
  • Check Mark შეკვეთისთვის დაგვიკავშირდით: +995577032293
კატეგორია: ჭდე:

აღწერა

კრუასანის თავდაპირველი ვერსია, დაახლოებით მე-13 საუკუნიდან გვხვდება ავსტრიაში და მას ჰქონდა სხვადასხვა ფორმა.

კრუასანის გაჩენა უკავშირდება ვენოვაზური (ვენაში დამზადებული) ცომეულის გაჩენას, რომლის პირველი დადასტურებული ვერსიაც 1839 წელსაა დოკუმენტირებული, როცა ავსტრიელმა არტილერიის ოფიცერმა, აუგუსტ ზანგმა დააარსა ვენური საცხობი პარიზში. ეს საცხობი მალე პოპულარული გახდა ფრანგებში, რამაც მისი მრავალი ახალი ვერსია გააჩინა.

დღესდღეობით, ყველაზე ადრეული კრუასანის დაწერილი რეცეპტი მე-20 საუკუნის დასაწყისს უკავშირდება. უკვე 1869 წელს, კრუასანი საზოგადოდ ცნობილი იყო როგორც სასაუზმე ნამცხვარი, 1872 წელს კი ის ჩარლზ დიკენსმა ახსენა ერთ-ერთ ნაწარმოებში.

გამოცხობამდე, კრუასანის ცომი შეიძლება იყოს ამოვლებული შოკოლადშინუშის კარაქში და ა.შ ასევე, კრუასანი შეიძლება შუაზე გაიჭრას და აივსოს სხვადასხვა ტკბილი ან მჟავე მასით. არომატს აძლევენ სხვადასხვა ხილით ან ხილის ჩირით. საფრანგეთში და ესპანეთში კრუასანები მიირთმევა შიგნით ყოველგვარი მასის ან ზემოდან კარაქის გარეშე, ან, იშვიათად, ნუშის ერთად. ა.შ.შ-ში, კრუასანებს ტკბილი შოკოლადით და ა.შ ავსებენ, ასევე, ზემოდან ტკბილი მასით ფარავენ. შეიძლება კრუასანების ლორით და ყველით ამოვსებაც. ლიბანში გვხვდება კრუასანები შოკოლადით, ყველით, თხილით. გერმანიაში, კრუასანებს ხანდახან მიირთმევენ ნუტელასთან ერთად.

რეცეპტი:

  1. ქიშმიში – 500 გრ
  2. შაქარი – 400 გრ
  3. ნუშის ფქვილი – 500 გრ
  4. დარიჩინი – 24 გრ
  5. ვაშლი – 2 ცალი
  6. მარგარინი – 500 გრ
  7. კვერცხი – 3 ცალი
  8. ვანილი – 5 გრ

ცომის მომზადება: ჯამში მოვათავსოთ 1 კილოგრამი ფქვილი, 10 გრამი მარილი, 25 გრამი შაქარი, 5 ცალი კვერცხი, 50 გრამი რძე, 6 გრამი გამაფხვიერებელი, 500 გრამი კარაქი და მოვზილოთ 30 წუთის განმავლობაში. ამოვაგუნდავოთ ცომი და შევასვენოთ 20 წუთით. გავიყვანოთ ცომი და წავუსვათ კარაქი, შემდეგ გადავახვიოთ და 1 საათით მოვათავსოთ მაცივარში. ეს პროცესი გავიმეოროთ კიდევ ორჯერ. მესამედ გადახვევის შემდეგ ცომი 24 საათით შევინახოთ მაცივარში.

გულსართი: ქიშმიში, ვაშლი, ნუშის ფქვილი და დარიჩინი ავურიოთ ერთმანეთში. დავუმატოთ ცალკე მოხარშული 250 რძის ფაფა (1 ცალი კვერცხი, 150 გრამი კარაქი, 150 გრამი შაქარი).

მეორე დღეს ავიღოთ ცომი, გავაბრტყელოთ სიგრძეზე და მოვაყაროთ გულსართი. გადავახვიოთ რულეტივით დადავჭრათ სასურველ ზომებად. ხვეულები გადავიტანოთ საცხობ ფირფიტაზე, მოვათავსოთ ღუმელში და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „კრუასანი ხვეულა“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *