ნამცხვარი ნაპოლეონი
3.00 ₾
შაქარი, კარაქი, მარილი, არაყი, ძმარი, რძე, ფქვილი, შაქრის პუდრა.
არ არის მარაგში
Compareუფასო მიწოდება 100 ლარის ზემოთ
- მიწოდების ლოკაცია: ქ. ბათუმი
- მიწოდების ვადა: 1-2 სამუშაო დღე
- შეკვეთისთვის დაგვიკავშირდით: +995577032293
აღწერა
საბჭოთა კულინარიაში “ნაპოლეონი” ყველაზე ცნობილი დესერტი იყო. მისი თავდაპირველი ვერსია განსხვავდებოდა მოგვიანებით გავრცელებული რეცეპტისგან და თავად ნამცხვრის შესახებაც საინტერესო მოსაზრებები არსებობს. ნამცხვრის შექმნის პირველი ვერსია პიკანტურია, თუმცა სიმართლეს ნაკლებად ჰგავს. ამბობენ, რომ ერთხელ იმპერატორს მეუღლემ, ჟოზეფინამ, ერთ-ერთ ფრეილინასთან არშიყის დროს შეუსწრო. ნაპოლეონი ახალგაზრდა ქალბატონის სახესთან მეტისმეტად იყო მიახლოებული.
ჟოზეფინას ეჭვების გასაქარწყლებლად, მან განაცხადა რომ ცოტა ხნით ადრე გემრიელი ტორტის რეცეპტი მოიფიქრა და სწორედ ამის შესახებ უამბობდა ფრეილინას. მარშალმა დავუმ, რომელიც ოჯახურ სცენას შეესწრო, იმპერატორის მონათხრობი მზარეულს გადასცა, რომელმაც დესერტი ვახშმისთვის მოამზადა და ყველა აღაფრთოვანა.
1. მარგარინი – 500 გრ
2. ფქვილი – 2 კგ
3. არაყი – 40 გრ
4. ძმარი – 40 გრ
5. წყალი – 2 ლ
6. შაქარი – 400 გრ
7. კარაქი – 400 გრ
8. მარილი – 10 გრ
9. ვანილი
ცომის მომზადება: ჯამში მოვათავსოთ 1 კილოგრამი ფქვილი, ძმარი, არაყი, მარილი, 1 ლიტრი წყალი და მოვზილოთ 30 წუთის განმავლობაში. ამოვაგუნდავოთ ცომი და შევასვენოთ 20 წუთით. ცომი გავიყვანოთ, წავუსვათ კარაქი, გადავახვიოთ და 3 საათით მოვათავსოთ მაცივარში. ეს პროცესი გავიმეოროთ კიდევ ორჯერ. გავიყვანოთ ცომი, დავჭრათ სასურველ ზომებად, დავაწყოთ საცხობ ფირფიტაზე და გამოვაცხოთ ღუმელში 190 გრადუსზე.
კრემი: ჯამში მოვათავსოთ 1 ლიტრი წყალი, 300 გრამი ფქვილი და 400 გრამი შაქარი. ავურიოთ კარგად, დავდგათ ცეცხლზე და ავადუღოთ. გაცივებულ მასას შევათქვიფოთ 400 გრამი კარაქი. გამომცხვარი ნაპოლეონის ნაჭრები გავჭრათ შუაზე და წავუსვათ კრემი. დავუმატოთ ვანილი გემოვნებით.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.