ვილმარტის შესახებ


ვილმარტის შესახებ

ვილმარტი – მაქსიმალური კომფორტი მომხმარებელს!

ჩვენი ისტორია


სუპერმარკეტთა ქსელი „ვილმარტი“-ს პირველი ფილიალი ბათუმში გაიხსნა 2004 წელს. წლების მანძილზე კომპანია მასშტაბურად იზრდებოდა და დღეის მდგომარეობით წარმოდგენილია ოთხი ფილიალითა და რამდენიმე მცირე საწარმოთი. სუპერმაკეტთა ქსელ „ვილმარტში“ დასაქმებულია 300-ზე მეტი თანამშრომელი, მათ შორის შშმ პირები, სტუდენტები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ჩვენს კომპანიაში თანამშრომელბს აქვთ როგორც პროფესიული, ისე კარიერული განვითარების და ზრდის შესაძლებლობა.

კომპანია „ვილმარტი“ მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და მაღალ ხარისხს: საკონდიტრო ნაწარმს, მზა საკვებს, ხორც-პროდუქტებს, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სხვა.

კომპანიის კიდევ ერთი უდიდესი მიღწევაა ცალკე საკონდიტრო საამქრო, რომელიც სულ ახლახან გარემონტდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. აქ დასაქმებულია ოცდაათამდე მაღალპროფესიული უნარ-ჩვევების მქონე პერსონალი.

ჩვენს საწარმოში დაცულია როგორც შრომის უსაფრთხოების ნორმები ასევე ჰიგიენა და სისუფთავე. საკონდიტრო ჩართულია HACCP სურსათის უვნებლობის სისტემაში. რეგულარულად ხორციელდება შემოწმება. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან.

სუპერმარკეტთა ქსელი „ვილმარტი“ მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებელზე და სთავაზობს უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმს, პურ-ფუნთუშეულსა და მზა-საკვებს. ჩვენი მთავარი დევიზია- მაქსიმალური კომფორტი მომხმარებელს!

სოციალური პასუხისმგებლობა


ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს საზოგადოების დასაქმებასა და მათ პროფესიულ ზრდაში. ჩვენთან დასაქმებულები არიან:

– შშმ პირები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ შეუძლებელი არაფერია და ყოველთვის შეიძლება შექმნა რაღაც ღირებული და განსაკუთრებული.

– სტუდენტები, ვისაც მაქსიმალურად მოქნილ სამუშაო გრაფიკს ვთავაზობთ, რათა მათ ადვილად შეძლონ სწავლისა და სამუშაოს ერთმანეთთან შეთავზება.

ორგანიზაციული სტრუქტურა

პერსონალური განვითარების შესაძლებლობა


ჩვენი მიზანია კომპანიაში დასაქმებულები იყვნენ საკუთარი საქმის პროფესიონალები. ამისთვის კომპანია იწყებს და პერიოდულად გეგმავს სხვადასხვა სახის სატრენინგო პროგრამებს, რაც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს კიდევ მეტად განავითარონ უნარ-ჩვევები საკუთარ საქმიანობაში.

ამასთან ერთად, კომპანია მუდმივად ზრუნავს მისცეს საკუთარ თანამშრომლებს კარიერის აშენების საშუალება. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ვაკანსიის დროს ჩვენ უპირატესობას ყოველთვის ჩვენს თანამშრომლებს ვანიჭებთ.

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს, რომ სამუშაო გარემო იყოს მხიარული, ინკლუზიური და გამოწვევებით სავსე, რათა ყველამ შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულიად გამოვლენა.

მენეჯმენტი

ჩვენი გუნდი


ჩვენი წარმატების საიდუმლო ჩვენი გუნდია, რომლითაც ვამაყობთ. ჩვენი თითოეული გუნდის წევრი თავის მხრივ საოცარი პროფესიონალია, თუმცა ჩვენ ყველა ერთად ვქმნით იმას, რაც ჩვენს კომპანიას წარმატებულ და დასაქმებისთვის საინტერესო ადგილად აქცევს.

“ვილმარტი” არის კომპანია, რომელიც აერთიანებს ნიჭიერ და ამბიციურ ადამიანებს, საერთო ხედვითა და ენთუზიაზმით. ჩვენი გუნდი არის მჭიდროდ შეკრული და ყველას გვაქვს ერთიანი ხედვა იმისა, თუ როგორ შეიძლება “ვილმარტი” იყოს მიმზიდველი თავისი მომხმარებლებისთვის.

ჩვენი გუნდის ყველა წევრი უნიკალურია, რომლებიც გაერთიანდნენ ჩვენი ძირითადი ღირებულების გარშემო, რომლებიც თავის მხრივ ვრცელდება ყველაფერზე, რასაც ჩვენს კომპანიაში ვქმნით.

ჩვენი პარტნიორები

ძლიერი პარტნიორები, ძლიერი კომპანია.

ჩვენ ერთად ვქმნით რამოდენიმე ასეულ სამუშაო ადგილს და წვლილი შეგვაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

ვილმარტის შესახებ

ვილმარტის შესახებ

ვილმარტის შესახებ