ვილმარტის ფილიალები ბათუმში


ხშირად დასმული შეკითხვები

ვილმარტის ფილიალები ბათუმში

ვილმარტის ფილიალები ბათუმში

გაეცანით პასუხებს ხშირად დასმულ შეკითხვებზე.

ფილიალები და პროდუქტები

ვილმარტის ფილიალები ბათუმში მდებარეობს შემდეგ მისამართებზე: ინასარიძის 14, კობალაძის 4, აღმაშენებლის 22გ.

ჩვენი ფილიალები მუშაობს ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში.

ვილმარტი აერთიანებს 100 ზე მეტ, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის კატეგორიებს, როგორიცაა ადგილობრივი წარმოების მზა საკვები, პურ-ფუნთუშელი, საკონდიტრო ნაწარმი, რძის ნაწარმი, ხილი, ბოსტნეული, ხორცპროდუქტები, ღვინო და სხვ.

ვილმარტი თავის მომხმარებელს ყოველდღიურად ანებივრებს აქციებით, სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტებზე. სააქციოო ფასები ჩვენს ქსელში აღნიშნულია ყვითელი ფასმაჩვენებლით.

მოგვწერეთ თქვენი შეკითხვა

ჩვენ მას განვიხილავთ და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას.

გარანტია, დაბრუნება, შეცვლა

გარანტია მოქმედებს მხოლოდ ელექტრო ტექნიკაზე.

საგარნტიო პირობები თითოეული პროდუქტისთვის შესაძლოა იყოს განსხვავებული, რასაც ადგენს და ანხორციელებს პროდუქტის მომწოდებელი კომპანია. საგარანტიო ტალონი მოითხოვეთ ნივთის შეძენის მომენტში.

ნივთის/პროდუქტის შეცვლა შესაძლებელია ყიდვიდან 2 დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ მას აღენიშნება ქარხნული დეფექტი და წუნი არ არის გამოწვეული მომხმარებლის მხრიდან.

დიახ, გვაქვს. მიწოდების სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ ქ. ბათუმის ტერიტორიაზე, 200 ლარის ან მეტი ღირებულების შენაძენის შემთხვევაში.

ბათუმის ტერიტორიაზე მიწოდება სრულიად უფასოა.

თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.

ვაკანსია, დასაქმება

ყველა აქტიური ვაკანსიის ნახვა შეგიძლიათ ჩვენ გვერდზე. შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვაკანსიის გვერდი, სადაც შეგიძლიათ მოძებნოთ სასურველი ვაკანსია განყოფილებების მიხედვით.

ვილმარტი დასაქმების მსურველებს სთავაზობს მოქნილ სამუშაო განრიგს, როგორც დღის, ასევე ღამის სმენაში. ჯამური სამუშაო დრო კვირაში არ აჭარბებს 40 საათს.

კომპანიაში მოქმედებს როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური მოტივაციის სისტემა. ჩვენთან ყველა თანამშრომელი მუშაობს ხალისით, რადგან ჩვენ ვუქმნით მათ საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

დიახ რა თქმა უნდა, გარკვეულ პოზიციებზე. ჩვენ ადგილზე ვასწავლით სამუშაოს სპეციფიკას. საჭიროა მხოლოდ თქვენი მონდომება და საქმის შესწავლის სურვილი.

დიახ რა თქმა უნდა. ჩვენ დაქირავების პროცესში უპირატესობას ვანიჭებთ ჩვენს თანამშრომლებს. პერიოდულად ვაორგანიზებთ შესაბამის ტრენინგებს, საჭირო უნარჩვევების განვითარებისთვის.