ზოგადი აღწერა

  • პოზიციის დასახელება: გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი
  • სამუშაო დრო: სრული (ორშაბათი-პარასკევი: 09:00 – 18:00)
  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ინასარიძის ქ. #14ა
  • ანაზღაურება: 2000 – 3000 ლარი
  • რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 30 ივნისი

ფუნქციამოვალეობები

  • დაქვემდებარებული განყოფილების სტრატეგიის შემუშავება, დამტკიცება და მისი აღსრულების უზრუნველყოფა.
  • დაქვემდებარებული განყოფილების ბიზნეს პროცედურების შემუშავება და მათი განუხრელად შესრულების უზრუნველყოფა.
  • დაქვემდებარებული განყოფილების სტრუქტურის ჩამოყალიბება და სამუშაო აღწერილობების განსაზღვრა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად.
  • დაქვემდებარებული განყოფილების ბიუჯეტის შედგენა და მისი შესრულების უზრუნველყოფა.
  • დაქვემდებარებული თანამშრომლ(ებ)ისთვის შედეგების ძირითადი მაჩვენებლების და მიზნების განსაზღვრა და მათი შესრულების კონტროლი.
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ინფორმაციის კოორდინირება.
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის სამოტივაციო სისტემის შექმნაში ჩართულობა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებასთან ერთად.
  • ბიზნესის მიზნებიდან და კომპანიის მენეჯმენტის მოთხოვნის შესაბამისად, დაქვემდებარებული განყოფილების მიმართულებით ანალიტიკის წარმოება და ანგარიშგება.
  • გაყიდვების ანალიტიკის წარმოება და მასზე დაყრდნობით გაყიდვების თვიური, კვარტალური და წლიური გაყიდვების პროგნოზის ფორმირება.
  • გაყიდვების პროგნოზის და კომპანიის სტრატეგიული გეგმის მიხედვით გაყიდვების გეგმის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა კომერციული განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად.
  • კორპორატიული გაყიდვებისთვის სტრატეგიული კლიენტების განსაზღვრა და მათზე მორგებული კორპორატიული პაკეტის ფორმირება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერთან ერთად.
  • კორპორატიული კლიენტებთან ხელშეკრულებების მუდმივი მონიტორინგი და საფასო პოლიტიკის გადახედვის უზრუნველყოფა.
  • იურისტთან ერთად კორპორატიული ხელშეკრულებების შაბლონების მომზადება.
  • სავაჭრო ობიექტებზე პერიოდული ვიზიტის განხორციელება და მოწესრიგებულობის, შიდა განლაგებების და პროდუქციის პლანოგრამების დაცვის უზრუნველყოფა.
  • მაღაზიებში გაყიდვების ხელის შემშლელი ფაქტორების გამოვლენა და მათ მოსაგვარებლად სამოქმედო გეგმის დასახვა, შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან ერთად, გეგმის შესრულების კონტროლი.
  • სავაჭრო ობიექტების მიმდინარე პრობლემების შეგროვება და მათ აღმოფხვრის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მათთან მომიჯნავე მიმართულებით.
  • საცალო, კორპორატიული ან საბითუმო გაყიდვების მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
  • MS Office პროგრამების ცოდნა პროფესიონალურ დონეზე.

რას მიიღებთვილმარტშიდასაქმებით?

  • მიიღებთ საინტერესო ბენეფიტების პაკეტს.
  • თანამშრომლებს ვთავაზობთ პროფესიული განვითარების პროგრამას, რაც მათ პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
  • ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადებითი ატმოსფერო სამუშაო ადგილზე და შესაბამისად, უზრუნველვყოფთ მეგობრული გარემოს შენარჩუნებას.

დაინტერესების შემთხვევაში, მოგვაწოდეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: vacancy@willmart.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!