ზოგადი აღწერა
- პოზიციის დასახელება: კომერციული განყოფილების ხელმძღვანელი
- სამუშაო დრო: სრული (ორშაბათი-პარასკევი: 09:00 – 18:00)
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ინასარიძის ქ. #14ა
- ანაზღაურება: _____ ლარი
- რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 15 თებერვალი
ფუნქცია – მოვალეობები
- დაქვემდებარებული განყოფილების სტრატეგიის შემუშავება, დამტკიცება და მისი აღსრულების უზრუნველყოფა.
- დაქვემდებარებული განყოფილების ბიზნეს პროცედურების შემუშავება და მათი განუხრელად შესრულების უზრუნველყოფა.
- დაქვემდებარებული განყოფილების სტრუქტურის ჩამოყალიბება და სამუშაო აღწერილობების განსაზღვრა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად.
- დაქვემდებარებული განყოფილების ბიუჯეტის შედგენა და მისი შესრულების უზრუნველყოფა.
- დაქვემდებარებული თანამშრომლ(ებ)ისთვის შედეგების ძირითადი მაჩვენებლების და მიზნების განსაზღვრა და მათი შესრულების კონტროლი.
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ინფორმაციის კოორდინირება.
- დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის სამოტივაციო სისტემის შექმნაში ჩართულობა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებასთან ერთად.
- ბიზნესის მიზნებიდან და კომპანიის მენეჯმენტის მოთხოვნის შესაბამისად, დაქვემდებარებული განყოფილების მიმართულებით ანალიტიკის წარმოება და ანგარიშგება.
- პროდუქციის საფასო პოლიტიკის განსაზღვრა და მისი აღსრულების უზრუნველყოფა.
- სტრატეგიული მომწოდებლების განსაზღვრა და მათთან მოლაპარაკებების წარმართვა.
- მომწოდებლებთან კომერციული ხელშეკრულებების მუდმივი მონიტორინგი და პირობების გაუმჯობესების უზრუნველყოფა.
- იურისტთან ერთად კომერციული ხელშეკრულებების შაბლონების მომზადება.
- ასორტიმენტის განვითარების სტრატეგიების შემუშავება კატეგორიის მენეჯერებთან ერთად.
- მომწოდებლების მომგებიანობის ანალიზი და ანალიზის საფუძველზე შესაბამისი სამოქმედი გეგმის დასახვა.
- კატეგორიების მომგებიანობის მონიტორინგი და შედეგების საფუძველზე შესაბამისი სამოქმედო გეგმის დასახვა.
- კატეგორიის მენეჯერების მიერ პროდუქციის გაყიდვების სტიმულირებისთვის დაგეგმილი აქტივოებების/პროექტების განხილვა და დამტკიცება ან შესაბამისი კორექტირებისთვის საჭირო რეკომენდაციების გაცემა.
- კატეგორიის მენეჯერების მიერ მოწოდებული არალიკვიდური პროდუქციის ანალიზი და კომერციული სტარტეგიის მიხედვით შეაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
- გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად გაყიდვების გეგმის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა.
- ამონაგების გეგმის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა.
საკვალლიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მათთან მომიჯნავე მიმართულებით.
- კატეგორიის მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
- MS Office პროგრამების ცოდნა პროფესიონალურ დონეზე.
რას მიიღებთ “ვილმარტში” დასაქმებით?
- მიიღებთ საინტერესო ბენეფიტების პაკეტს.
- თანამშრომლებს ვთავაზობთ პროფესიული განვითარების პროგრამას, რაც მათ პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
- ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადებითი ატმოსფერო სამუშაო ადგილზე და შესაბამისად, უზრუნველვყოფთ მეგობრული გარემოს შენარჩუნებას.
დაინტერესების შემთხვევაში, მოგვაწოდეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: vacancy@willmart.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!