ზოგადი აღწერა

  • პოზიციის დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი
  • სამუშაო დრო: სრული (ორშაბათი-პარასკევი: 09:00 – 18:00)
  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ინასარიძის ქ. #14ა
  • ანაზღაურება: _____ ლარი
  • რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 15 აპრილი

ფუნქცია – მოვალეობები

  • დაქვემდებარებული განყოფილების სტრატეგიის შემუშავება, დამტკიცება და მისი აღსრულების უზრუნველყოფა.
  • დაქვემდებარებული განყოფილების ბიზნეს პროცედურების შემუშავება და მათი განუხრელად შესრულების უზრუნველყოფა.
  • დაქვემდებარებული განყოფილების სტრუქტურის ჩამოყალიბება და სამუშაო აღწერილობების განსაზღვრა.
  • დაქვემდებარებული განყოფილების ბიუჯეტის შედგენა და მისი შესრულების უზრუნველყოფა.
  • დაქვემდებარებული თანამშრომლ(ებ)ისთვის შედეგების ძირითადი მაჩვენებლების და მიზნების განსაზღვრა და მათი შესრულების კონტროლი.
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ინფორმაციის კოორდინირება.
  • ბიზნესის მიზნებიდან და კომპანიის მენეჯმენტის მოთხოვნის შესაბამისად, დაქვემდებარებული განყოფილების მიმართულებით ანალიტიკის წარმოება და ანგარიშგება.
  • ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის და კორპორატიული კულტურის განსაზღვრა და მათი დაცვის უზრუნველყოფა.
  • თანამშრომელთა მატერიალური და არამატერიალური მოტივაციის სისტემების შემუშავება ან/და განახლება, კომპანიის მენეჯმენტთან ერთად.
  • სახელფასო/ანაზღაურების სისტემის შემუშავება, შემუშავებული სისტემის ეფექტურობის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში განახლება/გაუმჯობესება, კომპანიის მენეჯმენტთან ერთად.
  • თანამშრომელთა პროფესიული და კარიერული განვითარების სტრატეგიის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა.
  • კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე პიროვნული ან/და პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ჩასატარებელი ტრენინგების ინიცირება.
  • კომპანიის მიზნების შესაბამისად ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება და კომპანიის მენეჯმენტთან ერთად სამუშაო აღწერილობების შემუშავება/განახლება.
  • პერიოდული კვლევების ორგანიზება და ჩატარების უზრუნველყოფა: თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევა, შრომის ბაზარზე სახელფასო კვლევა და სხვა კვლევები, რაც პრიორიტეტული იქნება მიზნებიდან გამომდინარე. კვლევების ანალიზი, სამოქმედო გეგმის შემუშავება და კომპანიის მენეჯმენტთან ანგარიშგება.
  • თანამშრომლების შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობის მართვა, მათ შორის თანამშრომლების მხრიდან დაფიქსირებული პრობლემის/უკმაყოფილების განხილვა და სათანადო სამოქმედო გეგმის შემუშავება.
  • მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე შერჩევის პროცესის მართვა, მათ შორის გასაუბრებების/ტესტირებების ორგანიზება და ჩატარება და თანამშრომელთა გასაფორმებლად საჭირო პროცესის მართვა.
  • კომპანიაში გუნდური მუშაობის განვითარებისთვის ღონისძიებების ორგანიზება.
  • დისციპლინური პროცედურის მართვა და საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა.
  • ადამიანური რესურსების მართვის სერვისების (შერჩევა-დაქირავება, ტრენინგები, აღრიცხვა, ბენეფიტები და სხვა) გაუმჯობესების მიზნით შესაბამის მომწოდებელ კომპანიებთან მოლაპარაკების წარმართვა.
  • საკადრო საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტების შაბლონის შემუშავებაში ჩართულობა იურისტთან ერთად და საბოლოო შაბლონის მიწოდება დაქვემდებარებული და ანგარიშვალდებული თანამშრომლებისთვის.
  • თანამშრომლების აღრიცხვიანობის (როგორც საბუთების მხრივ, ისე ელექტრონულად) კონტროლი, ხარვეზების შემთხვევაში ჩართულობა და დროულად აღმოფხვრა.
  • ხელფასის, სხვადასხვა სახის დანამატების ან/და დაქვითვების დაანგარიშება და სახელფასო უწყისების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მათთან მომიჯნავე მიმართულებით.
  • ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება.
  • MS Office პროგრამების ცოდნა პროფესიონალურ დონეზე.

რას მიიღებთ “ვილმარტში” დასაქმებით?

  • მიიღებთ საინტერესო ბენეფიტების პაკეტს.
  • თანამშრომლებს ვთავაზობთ პროფესიული განვითარების პროგრამას, რაც მათ პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
  • ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადებითი ატმოსფერო სამუშაო ადგილზე და შესაბამისად, უზრუნველვყოფთ მეგობრული გარემოს შენარჩუნებას.

დაინტერესების შემთხვევაში, მოგვაწოდეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: vacancy@willmart.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!