ტოლმა ვაზის ფოთოლში
2.50 ₾
აღწერა
არ არის მარაგში
Compareუფასო მიწოდება 100 ლარის ზემოთ
- მიწოდების ლოკაცია: ქ. ბათუმი
- მიწოდების ვადა: 1-2 სამუშაო დღე
- შეკვეთისთვის დაგვიკავშირდით: +995577032293
აღწერა
ინგრედინეტები:
- ვაზის ფოთოლი;
- სტაფილო;
- ბულგარული წიწაკა;
- პომიდორი;
- ბრინჯი;
- ქინძი;
- რეჰანი;
- ნიორი;
- მწვანე ხახვი;
- ხახვი;
- წიწაკა;
- მარილი.
მომზადების წესი:
შეარჩიეთ ვაზის ნედლი ფოთლები, გარეცხეთ, აათალეთ ძარღვები. თუ ფოთოლი დიდია, გაჭერით შუაზე. მოხარშეთ ბრინჯი მარილიან წყალში, გადაავლეთ ცივი წყალი და მოათავსეთ საწურზე. გახეხილი ან წვრილად დაჭრილი სტაფილო, ბულგარული წიწაკა და ხახვი მოთუშეთ ცხიმში. დაამატეთ ერთი ცალი გახეხილი პომიდორი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, დანაყილი ნიორი, წიწაკა და მარილი. კარგად მოურიეთ. გააჩერეთ ცეცხლზე 2-4 წუთის მანძილზე და შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ და შეურიეთ ბრინჯი. ვაზის ფოთოლში გაახვიეთ გულსართი, ჩააწყვეთ ქვაბში. გახეხილი, ან დაჭრილი გაფცქვნილი პომიდორი დაასხით ტოლმას, დაამატეთ მარილი, წიწაკა და ცხიმი, ტოლმას დააფარეთ თეფში, ხოლო ქვაბს – ხუფი და დადგით ნელ ცეცხლზე. თუ პომიდვრის წვენი დააკლდა, ხარშვის დროს დაამატეთ მდუღარე წყალი. ფოთოლი რომ მოიხარშება, ტოლმა გადმოდგით ცეცხლიდან.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.