კრუასანი შოკოლადით

2.80 

კვერცხი, შაქარი, ფქვილი, გამაფხვიერებელი, კარაქი, შოკოლადის ნუთელა, მარილი.

არ არის მარაგში

Compare

უფასო მიწოდება 100 ლარის ზემოთ

  • Check Mark მიწოდების ლოკაცია: ქ. ბათუმი
  • Check Mark მიწოდების ვადა: 1-2 სამუშაო დღე
  • Check Mark შეკვეთისთვის დაგვიკავშირდით: +995577032293
კატეგორია: ჭდე:

აღწერა

კრუასანი (ფრანგულად: croissant წარმოთქმა: [kʁwa.sɑ̃]) არის კარაქიანი, აფუებული ფქვილისგან გაკეთებული საკონდიტრო ცომეული, რომელსაც ავსტრიული წარმოშობა აქვს. სახელი, მისი ფორმის გამო, მიიღო სიტყვა “crescent“-დან, რაც ქართულად ნახევარმთვარეს ნიშნავს. დამზადებულია საფუარიანი ფქვილისგან, რომელსაც ზემოდან კარაქით ფარავენ, რამდენჯერმე გადაკეცავენ, შემდგომში კი ფენებს ათხელებენ. მსგავსი მზადების პროცესი აუცილებელია ფენოვანი, ფანტლისებური ტექსტურისთვის, რომელიც კრუასანის მთავარი მახასიათებელია.

ნახევარმთვარის ფორმის პურების გაკეთება რენესანსის პერიოდიდან დაიწყო, ხოლო მსგავსი ნამცხვრების გაკეთება, 2-4 საუკუნეებიდან. კრუასანები დიდი ხანია გვხდება ავსტრიულ და ფრანგულ საკონდიტროებში, თუმცა თანამედროვე კრუასანების ფორმის ჩამოყალიბება მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდა. 1970-იანი წლების დასასრულს განვითარდა ქარხანაში დამზადებული, გაყინული, წინასწარ ფორმამიცემული, მაგრამ გამოუცხობელი ცომი კრუასანების მოსამზადებლად, რამაც კრუასანები სწრაფი კვების ერთ-ერთ კერძად აქცია ამერიკის ამ გამოგონების პასუხად, საფრანგეთში შეიქმნა კრუასანების საკონდიტროები, რომელთაგანაც აღსანიშნავია La Croissanterie საკონდიტროთა ჯაჭვი. დღესდღეობით, 2008 წლის სტატისტიკის მიხედვით, ფრანგული საკონდიტროების 30-40% გაყინულ ცომს იყენებს. კრუასანების დასამზადებლად.

კრუასანი ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში საუზმეზე მიირთმევა. მისი მომზადებისთვის საჭიროა:

  1. კვერცხი – 5 ცალი
  2. შოკოლადი – 250 გრ
  3. შაქარი – 25 გრ
  4. ფქვილი – 1 კგ
  5. რძე – 50 გრ
  6. მარილი – 10 გრ
  7. გამაფხვიერებელი – 10 გრ
  8. კარაქი – 500 გრ
  9. ვანილი – 5 გრ

ცომის მომზადება: ჯამში მოვათავსოთ 1 კილოგრამი ფქვილი, 10 გრამი მარილი, 25 გრამი შაქარი, 5 ცალი კვერცხი, 50 გრამი რძე, 6 გრამი გამაფხვიერებელი, 500 გრამი კარაქი და მოვზილოთ 30 წუთის განმავლობაში. ცომი ამოვაგუნდავოთ და შევასვენოთ 20 წუთით. შემდეგ გავიყვანოთ ცომი, წავუსვათ კარაქი, გადავახვიოთ და 1 საათით მოვათავსოთ მაცივარში. ეს პროცესი გავიმეოროთ კიდევ ორჯერ. მესამედ გადახვევის შემდეგ ცომი შევინახოთ მაცივარში, 24 საათის განმავლობაში.

მეორე დღეს ავიღოთ ცომი, გავაბრტყელოთ სიგრძეზე, დავჭრათ რომბებად და წავუსვათ თხევადი შოკოლადი. შემდეგ გადავახვიოთ რულეტივით. ხვეულები გადავიტანოთ საცხობ ფირფიტაზე, მოვათავსოთ ღუმელში და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „კრუასანი შოკოლადით“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *